უილ სმიტმა დაადასტურა, რომ პოლიამორიულ ურთიერთობაშია — ინტერნეტში რეაქციებმაც არ დაახანა
უილ სმიტმა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის და ჯეიდა პინკეტ სმიტი პოლიამორიულ ურთიერთობაში არიან. მან აღნიშნა, რომ ჯეიდა "ერთადერთი არაა, ვისაც ქორწინების მიღმა აქვს სექსუალური ურთიერთობები".
სმიტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თანაცხოვრების მსგავსი ფორმა ყველასთვის არაა. თუმცა კონკრეტულად მათ შემთხვევაში, პოლიამორია წყვილს ორ ათწლეულზე დიდხნიან ქორწინებაში "სიყვარულის უზენაესი გამოვლინების" მიღწევაში დაეხმარა.
"ჩვენ ერთმანეთს ნდობა და თავისუფლება მივეცით იმის რწმენით, რომ თითოეულმა ადამიანმა ცხოვრების საკუთარი გზა უნდა იპოვოს", — განმარტა მსახიობმა, — "და ჩვენთვის ქორწინება ციხე ვერ იქნება. ჩვენს გზას სხვას არავის ვთავაზობთ. ამ გზას სხვას არავის ვთავაზობ. მაგრამ ის გამოცდილებები, რომლებიც ერთმანეთისთვის მიცემული თავისუფლებისა და უპირობო მხარდაჭერის შედეგად მივიღე, ჩემთვის სიყვარულის უზენაესი გამოვლინებაა".
უილ სმიტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ "სრულყოფილი ურთიერთობის" მიღწევის მათ მიერ არჩეულ გზაზე გავლენა იმ ღირებულებებმაც ითამაშა, რომელიც ჯეიდას ოჯახიდან გადაეცა: "ჯეიდას არასოდეს სწამდა ტრადიციული ქორწინების... მას ოჯახის ისეთი წევრები ჰყავდა, რომლებიც არატრადიციულ ურთიერთობებში იყვნენ. ასე რომ, ის გარემო, რომელშიც ჯეიდა გაიზარდა, ძალიან განსხვავდებოდა იმ გარემოსგან, რომელშიც მე გავიზარდე. ჩვენ გვქონდა დაუსრულებელი საუბრები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სრულყოფილი ურთიერთობა; როგორია ის იდეალური ურთიერთკავშირი, რომელიც წყვილს შეიძლება ჰქონდეს. და ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში დიდი ხანი მონოგამიას ვირჩევდით, თუმცა ის სრულყოფილი ურთიერთობის ერთადერთ ფორმად არ დაგვისახავს".
ჯეიდამ მომღერალ ავგუსტ ალსინთან ურთიერთობაზე 2020 წელს ისაუბრა. მან ახსნა, რომ იმ დროს ის და უილი "გადაჯაჭვულები" არ იყვნენ. ამაზე უილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ცალ-ცალკე ვიქნებოდით და რომ დამოუკიდებლად გავარკვევდით, როგორ ვყოფილიყავით ბედნიერები".
უილ სმიტის აღიარებამ ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წყვილის ურთიერთობას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა არც დამცველებმა შეიკავეს თავი კომენტარებისგან, რომელთა ნაწილსაც ქვემოთ გთავაზობთ:
რაც უილისა და ჯეიდას მაგალითისგან უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ მიზანი სრულყოფილების მიღწევა არაა. მიზანი იმ გზის პოვნაა, რომელიც კონკრეტულად თქვენი ურთიერთობის შემთხვევაში მუშაობს; და იმისთვის მზადყოფნა, რომ მსგავსი გზის ძებნას არ შეწყვეტ; და, საბოლოოდ, ერთად დარჩენა.
ჩემი სახე, როცა იმ ადამიანებისგან ვისმენ უილისა და ჯეიდას ლანძღვას, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქორწინება დაუსრულებელი ბედნიერებაა და პირველივე უთანხმოების მერე უნდა მოითხოვო განქორწინება.
უილი და ჯეიდა იმის ნათელი მაგალითები არიან, რატომ უნდა შევწყვიტოთ სხვა ადამიანთა ურთიერთობის იდეალიზება. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა ხდება დახურულ კარს მიღმა.
ამ სტატიიდან საერთოდ არ გამომიტანია ის დასკვნა, რომ უილი და ჯეიდა უბედურები არიან. რაც გავიგე, ისაა, რომ მათ ტრადიციული ქორწინება გადააფასეს, რათა ურთიერთობა შეენარჩუნებინათ.
ვერაფრით ვხვდები, რატომ ლანძღავენ უილისა და ჯეიდას ურთიერთობას. მე ძალიან მომწონს მეორე ადამიანისადმი ასეთი მხარდაჭერა, როცა მის გვერდით რჩები და ურთიერთობის ცვლასთან ერთად მასთან ერთად იზრდები.
უილის და ჯეიდას ქორწინება ჩემს ქორწინებას ხანგრძლივობით 3 წლით ჩამოუვარდება, 24 წელი დიდი დროა. სიტყვაზე მენდეთ, ამდენხნიანი ქორწინება არც მარტივია და არც იდეალური. დავიღალე იმის ყურებით, როგორ შეურაცხყოფენ მათ ურთიერთობას ის ბრიყვები, რომლებსაც ურთიერთობის შენარჩუნების არაფერი გაეგებათ.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები