ჩინეთმა თავის საზღვრებში ყველანაირი კრიპტოცალუტის ტრანზაქცია და მათთან დაკავშირებული სხვა აქტივობა აკრძალა — ამ ამბის გავრცელებამ ბიტკოინის ფასის დროებითი, თუმცა მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბიტკოინის ფასი 45 000 დოლარიდან 41 000-მდე დაეცა.

ინფორმაცია ახალი აკრძალვის შესახებ ჩინეთის სახალხო ბანკმა თავისი საიტის მეშვეობით გაავრცელა.

"ასევე იკრძალება ყველა უცხოური წყარო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძლება კრიპტოვალუტის მიმოცვლისთვის გამოიყენოს" — ვკითხულობთ CNBC-ის მიერ ნათარგმნ სტატიაში

ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ისინი გააუმჯობესებენ თავიანთ სისტემას, რათა უკეთ შეძლონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენა და კონტროლი.