მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ როკფელერი 20 მარტს, დილით, ნიუ-იორკის შტატში, საგვარეულო მამულში გარდაიცვალა, ძილის დროს. მისი სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ამერიკელი ბანკირი და ნავთობით მოვაჭრე დევიდ როკფელერი 1915 წელს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი იყო კომპანია სტანდარტ ოილის დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, დევიდ როკფელერის ქონება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.