ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე კადუნის ჩტატის ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 34 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემა დაღუპულთა რიცხვს მთავრობაზე დაყრდნობით წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით, 44 გარდაცვლილზე საუბრობდა.

მედიის ცნობით, მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა ადგილზე მისულ უშიშროების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მოგვიანებით, მათ უკან დაიხიეს. Reuters ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.