პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას გარეშე დარჩენილ "ოცნებას" გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"იყო ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევა, ჩვენ გვახსოვს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ყოველთვის აგვიღია და ამაზე ძალიან თამამად გვისაუბრია და იქ, სადაც პრობლემა იყო გვიღიარებია, გამოვსულვართ და ამისი მოგვარების გზები საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად დაგვისახავს. რეალურად ცდილობენ ეს ადამიანები, ოცნების დღევანდელი ხელმძღვანელები, რომ დამნაშავე ყოველთვის ეძებონ სხვაში და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

27 სექტემბერს გრიგოლ ლილუაშვილმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. "მე რა შუაში ვარ?" — ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა კითხვას, გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე. ხოლო მისი გადაგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: