ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. მან Pfizer-ის ბუსტერ დოზა დღეს პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

"ჩვენ ჯანმრთელები ვართ. ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ერი ერთად. ჩვენ გვექნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი დოზა და ვაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ ჩვენი წილი. ჩვენ ასევე დავაფინანსეთ COVAX, ძალა, რომელიც ამას აკეთებს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს უამრავი, უამრავი შესაძლებლობა, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ საკუთარი როლი მსოფლიოშია", — განაცხადა ბაიდენმა ვაქცინის დოზის მიღების დროს.

14 აგვისტოს ამერიკის წამლების მარეგულირებელმა იმუნოკომპრომისული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზა დაუშვა. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ბრძანება დაახლოებით, 10 მილიონ ადამიანს შეეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელმა ჯანდაცვის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბუსტერი კორონავირუსთან საბრძოლველად, შესაძლოა, აუცილებელი ყოფილიყო.

მესამე დოზაზე საუბარია საქართველოშიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების შესაბამისად, საქართველოც მიიღებს ვაქცინის ბუსტერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე. გარდა ამისა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინის მე-3 დოზაზე საუბარი საქართველოში მაშინ იქნება მიზანშეწონილი, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯერადად აიცრება.