აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე იასპარეზა.

"ჩემთვის, როგორც ყველა სპორტსმენისთვის მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერა მეტი სტიმულისთვის მნიშვნელოვანია. აჭარაბეთმა მოახერხა ჩემი გაოცება და ძალიან გამახარა სასიამოვნო სურპრიზით, რომელიც ნამდვილად საჭირო მომენტში მომივლინა. მადლობა მათ ყურადღებისთვის, არ დავიწყებისთვის, თანადგომისთვის. ჩემთვის რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ის რომ აჭარაბეთს სულ ვახსოვარ დამარცხებული და გამარჯვებული ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა, რომ ჩემთან ხართ", — განაცხადა ირმამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაბეთმა ოლიმპიელებს საპატიო მიღებაზე უმასპინძლა, სადაც მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრა. კომპანიამ ნახევარ მილიონლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო ოლიმპიელებისთვის. აჭარაბეთმა ვერცხლის პრიზიორებიდან თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარი გადასცა, ხოლო 20 ათასი ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა, აჭარაბეთმა ასევე დააჯილდოვა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც 20 ათასი ლარი გადასცა.

აჭარაბეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

აჭარაბეთმა შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.