თბილისში ძლიერი ქარის შედეგად დიღომში, გუდვილის შენობასთან, მანქანას ხე დაეცა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ქარით გამოწვეულ მსგავს შემთხვევებზე ყველაზე ბევრი გამოძახება დიდი დიღმიდან და გლდანიდან დაფიქსირდა.