სტუდია მონიტორი ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები როგორ ქეიფობენ რეგულაციების დარღვევით. ფოტოები კახეთში, ველისციხეშია გადაღებული. ამირან გამყრელიძე კახეთში, რამდენიმე დღის წინ, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებშ რამდენიმე დღის წინ მართლაც იმყოფებოდა.

ფოტო: სტუდია მონიტორი

ფოტოების გავრცელების შემდეგ On.ge ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა, თუმცა ამტკიცებს, რომ რეგულაციების დაცვით "ისადილეს". გამყრელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები სრულად ვაქცინირებულები არიან.

ფოტო: სტუდია მონიტორი

გაიგე მეტი: