ნამახვანის კონტრაქტი მე დამხვდა მემკვიდრეობით — ღარიბაშვილი თურნავას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული კონტრაქტი მემკვიდრეობით დახვდა და ბევრი პირობა მისთვის მიუღებელი იყო.
"ეს კონტრაქტი მე მეკვიდრეობით დამხვდა. ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელ და ამის შესახებ მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ვესაუბროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ცნობილია, ნამახვანჰესის კონტრაქტორ კომპანიასა და მთავრობას შორის ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების ხელმომწერი ღარიბაშვილის ამჟამინდელი კაბინეტის წევრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თურნავას ჰკითხეს, თუ რატომ დაახვედრა ღარიბაშვილს "ცუდი მემკვიდრეობა". ამ კითხვაზე პასუხად თურნავამ განაცხადა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკის გამო, ის თავს შეიკავებს დეტალებზე საუბრისგან. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ნამახვანის პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"რადგან არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, მე თავს შევიკავებ ამ საკითხის დეტალებზე საუბრისას, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს და ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.
ნამახვანის პროექტი უნდა განხორციელდეს. შესაძლებელია განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაციაც და სხვადასხვა პლატფორმა იყო იქითკენ მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი", — განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ღარიბაშვილი, ასევე თურნავაც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ინვესტორთან საარბიტრაჟო დავაში არ აღმოჩნდნენ. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ მთავრობამ ყველა პირობა შეუქმნა ენკას, რათა კომპანიას სამუშაოები გაეგრძელებინა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძლელებინათ სამუშაოები. მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. ჩვენ გვექნება დიალოგი და შემდგომ ბედს უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
17 სექტემბერს ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები