გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის — გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნესსოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს.
წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: "რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა" და "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის".
ჩვენ მოგითხრობთ, რას გულისხმობს ნომინაცია "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის", გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მათ მოსაზრებებს ბიზნესდაჯილდოების შესახებ.
გიორგი ისაკაძე — Forbes საქართველო, მთავარი რედაქტორი
გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ღონისძიებას, რომელიც ბიზნესსამყაროში სიახლეებს წარმოაჩენს და მონაწილეების ენთუზიაზმს განაპირობებს, შემფასებლებსა თუ საზოგადოებაში, მუდმივი არსებობა უწერია.
"მიმაჩნია, რომ ღონისძიების თვითმყოფადობაზე, საკითხის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესი მიანიშნებს — ინტერესი, პირველ რიგში, მონაწილეების მხრიდან და შემდეგ — მთლიანად საზოგადოებისგან. ბიზნესდაჯილდოების უნიკალურობაა, რომ ამოუწურავია მონაწილეობის მსურველთა ენთუზიაზმი. ფაქტი, რომ ადამიანები ბიზნესდაჯილდოებას ელოდებიან, ნიშნავს, რომ ღონისძიება შედგა”, — ამბობს გიორგი და დასძენს, რომ პროექტი აყალიბებს საქმიან საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია სიახლეებით.
გიორგის თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური ელის ბიზნესებს, რომლებმაც თანამშრომლობით ერთმანეთს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანეს. იგი ბიზნესებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რადგან მათი ცნობადობა ამაღლდება, გაიცნობენ სხვა მეწარმეებს და დაამყარებენ კავშირებს.
ანი კვარაცხელია — ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
„ბიზნესდაჯილდოება ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბიზნესებს ასე მასშტაბურად უწყობს ხელს განვითარებაში. Რაც მთავარია, კონკურსი არ არის ორიენტირებული ბიზნესის მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებაზე — იგი აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, არის მრავლისმომცველი და მასშტაბური”, — ამბობს ანი კვარაცხელია.
ანიც, გიორგის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ღონისძიების დახმარებით ბიზნესს საშუალება ეძლევა საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოს, ეხმარება მათ კავშირების დამყარებასა და თავიანთ საუკეთესო თუ ნაკლოვან მხარეებს უჩვენებს.
იგი მიიჩნევს, რომ ნომინაციაში — "საუკეთესო თანამშრომლობისთვის" —გასამარჯვებლად ბიზნესებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ — მათ უნდა აჩვენონ პარტნიორობის მასშტაბი, შედეგები და მისი გავლენა ერთმანეთსა თუ საზოგადოებაზე.
ანი მცირე და საშუალო ბიზნესებს ასეთ რჩევას აძლევს: გქონდეს საკუთარი ბიზნესი დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციასა და ენერგიას. თუმცა, ამ გზაზე გახსოვდეთ, რომ თქვენ ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ.”
ივანე ლექვთაძე — EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
ივანეს აზრით, ბიზნესდაჯილდოება სამეწარმეო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ემსახურება მეწარმეებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, აღიარებს მათ წვლილს ბიზნეს საქმიანობაში.
„ჩვენი ფონდი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, თიბისისთან ერთად კარგ საქმეს ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამეწარმეო კულტურის განვითარებას”, — ამბობს ივანე.
ბიზნესდაჯილდოების უპირატესობებზე საუბრისას, ივანე აღნიშნავს, რომ ღონისძიება უკეთესად წარმოაჩენს როგორც ახალბედა სტარტაპებს, ისე მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიდს ბიზნესებს.
გარდა პრიზებისა, რომელიც, ივანეს თქმით, ნამდვილად სასარგებლო და ხელშესახებია, ბიზნესდაჯილდოების დახამარებით კომპანიები იღებენ მთავარს — იმკვიდრებენ ადგილს სამეწარმეო და ბიზნესეკოსისტემაში.
მცირე ბიზნესებს კი ივანე ურჩევს: „ეცადეთ, ბიზნესიდეა იყოს ექსკლუზიური, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო დინამიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია გამოირჩეოდე სხვებისაგან. რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყო ციფრულ მიმართულებებზე, თანამედროვე მიდგომები ავტომატიზაციასა და ტრადიციებს უნდა შეუხამო.”
აკო ახალაია — მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი
აკო ახალაია უკვე წლებია ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრია და ფიქრობს, რომ ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის გადაიაზრონ, თუ რას როგორ აკეთებენ, ასევე, მონაწილეებმა გაზარდონ ცნობადობა თავიანთი საქმიანობის შესახებ.
„ვაკვირდები, როგორ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ღონისძიება. ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოებამ შეძლო და მრავალი ბიზნესის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა მიუხედავად იმისა, მათ გაიმარჯვეს, თუ - არა”.
ახალ და საინტერესო ნომინაციაში აკო ისეთ ბიზნესებს ელოდება, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით უნიკალური ღირებულებები შექმნეს.
აკოს რჩევა ახალბედა ბიზნესებისთვის შემდეგია: „წელს მარკეტერის მთავარი მესიჯია - „ცადე“. გვსურს ადამიანებს, ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტითა და შესაძლებლობით გამბედაობისა და მცდელობებისკენ მოვუწოდოთ. მართალია, ბიზნესდაჯილდოებას ჩვენ არ ვაორგანიზებთ, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ „სცადოს და ნუ იქნება ისევ ისეთი“. როგორც ჩვენი მეგობარი, ბესიკ ხარანაული ამბობს, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას, ამიტომ ახალბედა ბიზნესებს მეტ გამბედაობას ვუსურვებ და რაც მთავარია, დიდ წარმატებებს.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები