თუ სკოტის, სტაილსისა და მათი მეგობრების თავგადასავლები მოგენატრათ, თქვენთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Teen Wolf-ის შემქმნელი ჯეფ დეივისი ახალი ფილმით დაგვიბრუნდება!

Teen Wolf-ის ახალი ფილმის ბეიკონ ჰილსში ახალი და საშიში მტრის გამოჩენას გვპირდება, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ალფა სკოტსა და მის მეგობრებს შეუძლიათ.

დეივისი MTV Entertainment Studios-ს ფილმის გადაღებაზე უკვე შეუთანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად სერიალის მსახიობების ფილმში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლოა, ფილმში ტაილერ პოუზი, დილან ო'ბრაიენი, ჰოლანდ როდენი და სხვები ისევ ვიხილოთ.

Teen Wolf მაყურებელმა პირველად 2011 წელს გაიცნო. სერიალი 2017 წელს მეექვსე სეზონით დასრულდა.