დავით ქაცარავას მანქანის გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან მანქანის უკანა მინა ჩაამსხვრია და ძვირადღირებული ნივთები მოიპარა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საკუთარი მანქანის გაქურდვის შესახებ ქაცარავამ ინფორმაცია 25 სექტემბერს Facebook გვერდზე გაავრცელა.