პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისეთ ტრაგიკულ დღეებში, როგორიც სოხუმის დაცემის დღეა, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ და რა არის გამოსასწორებელი.

"დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ და ძალიან მალე უბედურებაში აღმოვჩნდით, რომელმაც დღემდე დიდი კვალი დატოვა.

  • რუსეთის ოკუპაციის თემა მოვახერხეთ და საკამათო ხდება ხოლმე. "კი არის ოკუპანტი, მაგრამ..."
  • 26 წლის მერე სოხუმის დაცემიდან გავრილოვი დაგვისკუპეს პარლამენტში
  • დაახლოებით 40 ათასი იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახი ჯერ კიდევ სახლის გარეშეა
  • ბევრი დევნილი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს, საერთო ტუალეტებით და აბაზანებით, ნახვრეტებიანი ჭერით, სოკოებიანი კედლებით...
  • ვეტერანებს 22 ლარი აქვთ
  • აფხაზეთის მთავრობა კარიკატურად იქცა

ვისი ბრალიაზე არ მინდა ლაპარაკი, დაფიქრება და შეცვლაა საჭირო. მთავრობის შეცვლა მხოლოდ ნაწილია. უნდა დავფიქრდეთ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და ასეთ ტრაგიკულ დღეებში სადღეგრძელოების გარდა რა არის გამოსასწორებელი იმაზე ვიფიქროთ", — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა, რის შედეგადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.