მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% ნაციონალურ მოძრაობას, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას.

მათივე ინფორმაციით, სხვა პარტიების შედეგები ასე განაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 4%;
  • ხალხისთვის — 4%;
  • ლელო — 3%;
  • მესამე ძალა — 3%;
  • ლეიბორისტული პარტია — 3%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება — 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 2%;
  • დროა — 1%;
  • მოქალაქეები — 1%;
  • სხვა პარტიები — 3%.

ტელეკომპანიამ წარადგინა იმავე კითხვის პასუხი თბილისის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაშიც და შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 33%;
  • ნაციონალური მოძრაობა — 27%;
  • გახარია საქართველოსთვის — 9%;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება — 8%;
  • ლელო — 4%;
  • ლეიბორისტული პარტია — 3%;
  • ევროპული საქართველო — 3%;
  • მესამე ძალა — 3%;
  • ხალხისთვის — 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3%;
  • დროა — 3%;
  • სხვა პარტიები — 1%.

მთავარი არხის განცახდებით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები, ანუ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას. მათივე განცხადებით, აქვეა გადანაწილებულია იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ ფავორიტ პარტიას, მაგრამ სხვა კითხვებით კვლევის ავტორებისთვის მისახვედრი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში IPSOS-ის მიერ პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა 21-დან 25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.