ნეტფლიქსს ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეები აქვს.

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის The Witcher (მხედვარი) მაყურებლები უკვე თითქმის ორი წელია, რაც შოუს გაგრძელებას ელოდებიან და აი, ამ დღის მოლოდინი შეგიძლიათ, ახალი კადრების ხილვით შეიმსუბუქოთ.

ისტორიის მთავარ გმირთან, გერალტთან ერთად კიდევ ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟის შესახებ გამოაქვეყნა ცალკე ვიდეოები:

სრული მეორე სეზონი 17 დეკემბერს გამოვა.

ერთგული ფანებისთვის უკვე ცნობილია ის ფაქტიც, რომ ნეტფლიქსი პარალელურად ამ შოუს პრიქველზე მუშაობს, სახელწოდებით The Witcher: Blood Origin, რომელიც უფრო ადრეულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ, ამ ახალი სერიალის შექმნის პროცესსაც მიადევნოთ თვალი:

სანამ ერთგული მაყურებლები 17 დეკემბრის მოახლოებას ელიან, რათა გერალტის თავგადასავლის გაგრძელება იხილონ, იქამდე იმით შეუძლიათ დაიმშვიდონ თავი, რომ უკვე სტრიმინგ სერვისმა ასევე დააანონსა მხედვარის მესამე სეზონიც და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად საინტერესო, დაძაბულ და ზღაპრულ სანახაობას დაგვპირდა.