გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მესტიის საკრებულოს პირველი ნომერი იქნება, ხოლო ბექა ხერგიანი — მეორე. ინფორმაციას პარტია Facebook გვერდზე აქვეყნებს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ 2 ოქტომბერს უნდა გადაწყვეტილიყო, იქნებოდა თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები — ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს აიღებდა. თუმცა მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. მას არ ეთანხმება ოპოზიცია და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.