სხვა უამრავი მაყურებლის მსგავსად თქვენც თუ იმაზე ღელავდით, გაგრძელდებოდა თუ არა მურდეილის სკოლის მოსწავლეების თავგადასავალი, სიხარულით გატყობინებთ, რომ კი — ნეტფლიქსმა Sex Education-ის (სქესობრივი განათლება) მეოთხე სეზონი დააანონსა.

17 სექტემბერს გამოვიდა ამ ცნობილი თინეიჯერული დრამის მესამე სეზონი და ბოლო დღეებში სერიალების მოყვარულების მთავარი სანახაობა და განხილვის საგანი სწორედ ამ შოუს რვა ახალი ეპიზოდი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება შემდეგი სეზონის პრემიერა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თუ პანდემიამ გადაღებებს ხელი ისევ არ შეუშალა, 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა კიდეც მეოთხე სეზონი.

სქესობრივი განათლება პირველად 2019 წელს გამოვიდა და მალევე როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსების დიდი ნაწილის დადებითი შეფასებები დაიმსახურა.