დღეს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ, გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა და კანცლერი ეყოლება.

ხმის მიცემაში მონაწილეობას 60 მილიონზე მეტი მოქალაქე იღებს. საარჩევნო უბნები გერმანიის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00-ზე დაიხურება.

არჩევნებში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად არ მონაწილეობს გერმანიის მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი.

საერთო ჯამში, არჩევნებს 38 მონაწილე ჰყავს. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მათგან ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამს: ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეთა პარტიას ყავს. ნებისმიერი პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს, პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში მოხვდება.