პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას — მეზვრიშვილი მანქანის დაცხრილვაზე
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამავე პარტიის მერობის კანდიდატის, ბესო ბენდელიანის მანქანის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელმძღვანელობას აკისრებს. მისი თქმით, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას, პრაქტიკულად, ვერ ატარებს.
"კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ — თვეებია ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანე", — განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება მათ კანდიდატებზე ზეწოლა და მუქარა, ხოლო მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარებების მოხსნით.
"გუშინ ავტომანქანის საბურავები დაუშვეს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატ სალომე ღონღაძეს; რამდენიმე დღის წინ, ასპინძაში, მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები თავს დაესხნენ საკრებულოს კანდიდატს; მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას, კერძოდ, პლაკატებსა და ბანერებს, რაშიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ორგანოები", — ამბობს მეზვრიშვილი.
ამასთან, მან ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან გიორგი გახარიას წინააღმდეგ "ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიაზე", საუბარია ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებაზე.
ცაგერში გახარიას პარტიის, საქართველოსთვის მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. როგორც ბესარიონ ბენდელიანი On.ge-სთან ამბობს, წუხელ ავტომობილი სახლთან დაახლოებით 00:00 საათისთვის სახლთან გააჩერა, დილით კი დაცხრილული დახვდა. ის დარწმუნებულია, რომ მანქანას პოლიტიკური საქმიანობის გამო ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები