პროკურატურის წარმომადგენლები გავრცელებული ფაილების საქმეზე On.ge-ის ოფისშიც მოვიდნენ
მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები გავრცელებული ფაილების საქმეზე On.ge-ის ოფისში მოვიდნენ. გამომძიებელი რედაქციას დღეს, 24 სექტემბერს დაუკავშირდა.
On.ge გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და უწყების წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
"დღეს დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და აინტერესებდათ, ჩვენც გვაქვს თუ არა ის ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ გამოვთქვით პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა. ამ ეტაპზე მათ არ აქვთ წარმოდგენილი მოსამართლის განჩინება ან შესაბამისი დადგენილება, რის გამოც დავთანხმდით მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინების მიწოდებაზე. მოსამართლის განჩინების შემდეგ, მზად ვართ საგმოძიებო უწყებას მივაწოდოთ ის ფაილები, რომლებიც ღია წყაროზე გავრცელდა", — აცხადებს On.ge-ს მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე.
გავრცელებული ფაილების საქმეზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები აქამდე სხვადასხვა მედიის ოფისში იყვნენ მისული.
- გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურა მთავარი არხის ოფისშიც იმყოფებოდა
- თანამშრომლობის სურვილით პროკურატურას ფარულ ჩანაწერებს გადავცემთ — TV პირველი
- ტელეკომპანია ფორმულაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
- გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
-
RS: 5 მლნ ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა RS: 5 მლნ ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, დამწვრობებმა ადამიანის ევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კვლევის თანახმად, დამწვრობებმა ადამიანის ევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი ბილდერზ ისანი შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი ბილდერზ ისანი შენდება
-
ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
-
სალომე ზურაბიშვილი: ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დანგრევა სალომე ზურაბიშვილი: ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დანგრევა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან მიხეილ ყაველაშვილი: ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან
გადახედვა
-
8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება 8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
10 ქართველი ჯუდოკა მედლებისთვის ბრძოლაში — პარიზის გრანდ სლემი იწყება 10 ქართველი ჯუდოკა მედლებისთვის ბრძოლაში — პარიზის გრანდ სლემი იწყება
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
კომენტარები