მოდის ინდუსტრიის გიგანტი Kering ბეწვეულის გამოყენებას თავისი ყველა ბრენდის წარმოებაში წყვეტს
მოდის სფეროს გიგანტი Kering, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც Gucci, Yves Saint Laurent, Alexander McQueen და Balenciaga არიან, ცხოველის ბეწვის გამოყენებას აკრძალავს. გადაწყვეტილება 2022 წლის შემოდგომისთვის ყველა ბრენდს შეეხება.
"ამის დროც დადგა", — აცხადებს Kering-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანსუა-ანრი პინო, — "სამყარო, ჩვენს კლიენტებთან ერთად, შეიცვალა, მოდას კი, შესაბამისად, ამაზე მორგება სჭირდება.
"როცა საკითხი ცხოველთა უფლებებს ეხებოდა, ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოთქვამდა მზაობასა და სურვილს, გაეუმჯობესებინა პრაქტიკა, როგორც წარმოების ჩვენს ქსელში, ასევე, ზოგადად, მოდის სფეროშიც", — დასძენს იგი.
აღსანიშნავია, რომ Gucci 2017 წელს Kering-ის პირველი ბრენდი გახდა, რომელმაც საკუთარი წარმოებიდან ბეწვეულის ამოღება გადაწყვიტა და სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად დაასახელა. მის მაგალითს მალევე მიჰყვნენ სხვა ბრენდებიც, მათ შორის, Balenciaga, Alexander McQueen და Bottega.
ორი წლის წინ Kering-მა ცხოველებთან მოქცევის სტანდარტებიც გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად ისახავდა "ჯგუფის წარმოების ქსელში ცხოველების მიმართ ადამიანური მოპყრობის დადასტურებას". ამაში იგულისხმებოდა მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების, ხბოების, ცხვრებისა და თხების მოვლა-პატრონობა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. Kering-ის განცხადებით, ყველაფერი, რაც 2019 წლის ამ სტანდარტებით გაიწერა, კვლავ ძალაში დარჩება სხვა ცხოველური პროდუქციის შესაძლო გამოყენების შემთხვევაში.
მოდის ინდუსტრიაში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გამოყენებას უკვე წლებია, ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია აპროტესტებს. მათ შორის არიან ვარსკვლავებიც, მაგალითად, მომღერალმა ბილი აილიშმა წლევანდელ Met Gala-ზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა მხოლოდ იმ პირობით მოირგო, რომ მოდის სახლი ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყოდა. აილიშმა იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა სხვა დიზაინერებსაც.
30 წლის განმავლობაში ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA ასევე ახორციელებდა კამპანიას I'd Rather Go Naked Than Wear Fur ("უმალ შიშველი ვივლი, ვიდრე ბეწვეული ჩავიცვა"), რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები კამერის წინ შიშველი პოზირებდნენ. კამპანიაში არაერთი ვარსკვლავი ჩაერთო, მათ შორის, პამელა ანდერსონი, ევა მენდესი და P!nk.
2018 და 2019 წლებში ბეწვეულის საკუთარ წარმოებაში გამოყენებაზე უარი თქვეს ასევე Chanel-მა და Prada-მ.
რამდენიმე თვის წინ კი ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა საერთოდ აკრძალა.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები