პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. გადაწყვეტილების მიზეზებზე პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
"მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა, კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ორი ძირითადი ხარვეზი:
- პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
- მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს".
გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა იმ კანონების შესახებ, რომელიც მან სხვადასხვა დროს სხვადასხვა კანონების წინააღმდეგ გამოიყენა, რომელიც შემდეგ უმრავლესობამ დაძლია და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონები არაკონსტიტუციურად სცნო. მათ შორის იყო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო ადრეც დაადო, პარლამენტმა ეს ვეტო წარმატებით დაძლია, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად სცნო და პარლამენტს ახალი კანონის მიღების ბოლო ვადად 2017 წლის 31 მარტი განუსაზღვრა.
შესაბამისად, პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, რომ ვეტოს დაძლევის ნაცვლად უკეთეს კანონმდებლობაზე იმუშაოს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები