ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სწავლა დათქმული თარიღის პერიოდისთვის დაიწყება.

"დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენ ვართ თითქმის დარწმუნებულები, რომ სწავლა დათქმული თარიღის პერიოდისთვის დაიწყება", — განაცხადა ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.