მზად ხარ გამოწვევისთვის? თუ ხარ გრაფიკული დიზაინერი, ან მოყვარული, მაგრამ შეგიძლია შექმნა შთამაგონებელი ვიზუალის მქონე 2D ან 3D ნამუშევარი, ერთობლივ ჩელენჯში გიწვევს Mymarket, CG Georgia და Tabito. ეს არის კომპიუტერული გრაფიკის მე-4 ჩელენჯი — "ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე".

ერთი და იგივე ნივთი, შესაძლოა, ორი ადამიანისთვის განსხვავებული იდეის ან შინაარსის მატარებელი იყოს. ძველი ნივთების ახალი სიცოცხლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ყველას გვაქვს ძველი ნივთები, ძველი ტექნიკა ან სხვენში შემონახული ძველებური ზარდახშა. ეს ნივთები შესაძლოა ახალმა მფლობელმა განსხვავებულად დაინახოს, ახალი უპოვოს ახლებური გამოყენება, ან ძველი დანიშნულებით ახალი სიცოცხლე შთაბეროს. ჩელენჯის არსიც, სწორედ ეს არის - გადმოვცეთ, როგორ შეიძლება ძველმა ნივთმა, რომელსაც მფლობელი გამოყენებას ვერ უძებნის ან უბრალოდ მობეზრდა, ახალი მფლობელის ხელში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, შეკეთდეს, გადაკეთდეს ან სულაც სხვა დანიშნულებით განაგრძოს ფუნქციონირება.

შექმენი ნამუშევარი, რომელიც მიახლოებულად და კრეატიულად გადმოსცემს ზევით მოყვანილი იდეის არსს, როგორ შეიძლება დაიწყოს ძველმა ნივთმა ახალი ცხოვრება ახალ მფლობელთან. მაგალითად, ძველებური ჭაღი, რომელიც შესაძლოა სახლის ინტერიერში საყვავილე გახდეს, მონიტორი, რომელიც შესაძლოა ნახატის ჩარჩოდ გამოიყენოს ახალმა მფლობელმა ან ტექნიკა, რომლის დანიშნულებაც იგივე დარჩება, უბრალოდ შეიძლება შეიცვალოს მისი ვიზუალური მხარე. შეუზღუდავია ნივთების არჩევანი, შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი რამ, რაც შენთვის საინტერესო იქნება.

გამოვლინდება 3 გამარჯვებული, საუკეთესო 2D დიზაინის ავტორი, საუკეთესო 3D დიზაინის ავტორი და Mymarket-ის რჩეული ნამუშევარი. ატვირთე შენი შემოქმედება CG Georgia-ს Facebook ჯგუფში და ელ-ფოსტაზე [email protected] 15 ოქტომბრის 23:59 საათამდე, მოიგე ძირითადი პრიზები ან დასაჩუქრდი. მიეცი ნიჭს გზა ფართო ტექნოლოგიების მეშვეობით და გაიმარჯვე.