დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა, მათგან 43 000 დოზა უკვე ქვეყანაშია. გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინით აცრა, სავარუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.

"[გრიპის ვაქცინის] 200 000 დოზა ვიყიდეთ წელს სახელმწიფომ, აქედან 43 000 უკვე შემოვიდა წინა კვირის დასასრულს. ვემზადებით ახლა, ამ 43 000-ით იქნება პირველი 3 დიდი რისკჯგუფი [...] ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის აცრას", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ რისკჯგუფში შედიან სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. გამყრელიძის განცხადებითვე, დანარჩენი 150 ათასი, სავარაუდოდ, ოქტომბერში ორ პარტიად შემოვა.