დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრის საკითხი.

"ბავშვების ჩართვა, 12 წლის ზემოთ მოზარდებზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში უკვე დასკვნა უნდა იყოს ჩვენი იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის და იმის მიხედვით გადავწყვეტთ საყოველთაოდ, ანუ ყველას შევთავაზებთ თუ შევთავაზებთ ბავშვების გარკვეულ ჯგუფს", — განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინა მოქმედებს და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. 9 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაძლოა WHO-ს რეკომენდაციას არ დაელოდონ და რისკის ქვეშ მყოფი 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყონ.