თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლომ მიერ ეკა ბესელიას მის წინააღმდეგ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"რა თქმა უნდა არ ვაღიარებ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას და მას გავასაჩივრებ" - უთხრა ელისაშვილმა On.ge-ს.

საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიასთვის 1000 ლარის გადახდა და საჯაროდ, გადაცემა არჩევანის ეთერით, საკუთარი განცხადებების უარყოფა დაავალა.

ეკა ბესელიამ ელისაშვილს მისი ბრალდების გამო უჩივლა. ელისაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამს იღებდა.

ელისაშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება 20-30 დღეში ჩაბარდება, რის შემდეგაც ის მის გასაჩივრებას აპირებს.