ქართველი მოდელები მსოფლიო პოდიუმის დაპყრობას კვლავ აგრძელებენ. ამჯერად Emporio Armani-ს ჩვენებაზე ორი ქართველი — მაკო მაჭავარიანი და ზინი ქაჯაია გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ არმანის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება მაკო მაჭავარიანმა გახსნა.

ფოტო: lookmodelsmanagement

ფოტო: lookmodelsmanagement

მაკო მაჭავარიანი

ფოტო: lookmodelsmanagement

მილანის მოდის კვირეულზე არმანის წლევანდელი ჩვენება ნამდვილად გამორჩეული იყო, რადგანაც ის საიუბილეოა — მილანში პირველი მაღაზია არმანიმ 40 წლის წინ გახსნა.

ფოტო: lookmodelsmanagement

ჯინი ქაჯაია

ფოტო: lookmodelsmanagement

"რთული 40 წელი გავიარე, მაგრამ ამასთანავე ძალიან, ძალიან ლამაზი. უნდა ვთქვა, რომ ამ ბავშვების ნახვამ ძალიან გამახარა, ზუსტად ისე, როგორც 40 წლის წინ", — ამბობს 86 წლის ჯორჯო არმანი.

ჩვენებაზე არმანიმ ქალებისა და კაცების სამოსი ერთად წარმოადგინა.