კულტურის სამინისტრომ "ქართული კარიკატურის ხელშეწყობის" კონკურსი გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია კარიკატურის აღორძინება და განვითარება საქართველოში.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლითაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.

ამის გარდა კულტურის სამინისტრომ კიდევ 4 კონკურსი გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 180 000 ლარი გამოიყო:

  • სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში — 50 000 ლარი;
  • ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი — ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა — 50 000 ლარი;
  • ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება — 50 000 ლარი;
  • თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა — 30 000 ლარი.