თუ პარიზი თქვენი ოცნების ქალაქი ჯერ კიდევ არაა, ლილი კოლინზს თქვენთვის სიურპრიზი აქვს: Emily in Paris მეორე სეზონით ბრუნდება და თავბრუდამხვევ ფრანგულ თავგადასავლებსაც გვპირდება. ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის მე-2 სეზონის პირველი ფოტოები გავრცელდა.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

მე-2 სეზონი ემილის გაბრიელთან ურთიერთობასა და გაბრიელის შეყვარებულთან სასიყვარულო სამკუთხედს დაეთმობა. ასევე, ნეტფლიქსის მიხედვით, ემილი კიდევ ერთ მომხიბვლელ კაცს შეხვდება და დაუვიწყარ თავგადასავალშიც გადაეშვება.

ფოტო: Netflix

მე-2 სეზონში, რა თქმა უნდა, ასევე ვიხილავთ მინდისა და ემილის უფროსს, სილვის. ახალი სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: Netflix

მე-2 სეზონი ნეტფლიქსმა სერიალის პირველი სეზონის გამოსვლიდან თითქმის 2 თვის შემდეგ დაამტკიცა. მართალია სატელევიზიო შოუმ ფრანგების (და არამარტო) კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ის სტრიმინგ სერვისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტი აღმოჩნდა. გამოსვლიდან პირველ კვირაში, ემილი პარიზში 10 ყველაზე ნახვად შოუდ იქცა და გადაუსწრო ისეთ პოპულარულ სერიალებს, როგორიცაა გრეის ანატომია და კრიმინალური აზროვნება.

ფოტო: Netflix

სერიალი 20 წელს გადაცილებულ ამბიციურ ემილი კუპერზეა, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში გადადის სამუშაოდ და ახალ ცხოვრებას იწყებს. მისი მარკეტინგული სტრატეგია წარმატებას აღწევს, თუმცა გამოწვევები არ წყდება მის პირად ურთიერთობებში. სერიალი მთლიანად პარიზსა და საფრანგეთის სხვა კუთხეებშია გადაღებული.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ახალი სეზონი პერსონაჟის წერილით დაანონსდა — ამ წერილს ემილის ფრანგი ბოსი, სილვი, მის ამერიკელ ბოსს, მედელინს უგზავნის:

"სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ ემილი კუპერს პარიზში დარჩენა კიდევ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი გამოცდილება არ აქვს ძვირფასეულობის მარკეტინგში, თუმცა მეტისმეტად თავდაჯერებულია, მან შეძლო და მოხიბლა Savoir-ის რამდენიმე კლიენტი. მისი შედეგები შთამაგონებელია და ამას თუ გსურთ იღბალი უწოდეთ, თუ გსურთ — ამერიკული გამჭრიახობა. ჩვენ გვიყვარს ემილი პარიზში, მაგრამ გთხოვთ, ამას ნუ ეტყვით!".

ფოტო: Netflix

ამავე თემაზე: