შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთში 62 წლის კაცი მოკლეს. უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა", — წერია შსს-ის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.