ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოს გავრცელების გამო ინსპექტორმა შსს დააჯარიმა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა.
ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
მათივე თქმით, სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგის მიზანს ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა, თუმცა 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში შსს-მ ვერ დაასახელა ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, პარალელურად კი უწყებამ ბრიფინგებზე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ.
2020 წლის 11 ივლისს ინტერნეტსივრცეში ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების საქმეზე ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ გავრცელებული მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ბაზაში აღრიცხული მონაცემების იდენტურია.
"ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანამიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით); საინფორმაციო ბაზა — info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს; საინფორმაციო ბაზა — info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე", — აცხადებს ინსპექტორი.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 43-ე და 44-ე მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავებას ნიშნავს ჩადენილს იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით და მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევას ჩადენილს იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით. სამედიცინო დაწესებულებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 46-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა, რაც ნიშნავს მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავებას, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევასა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700 დოლარამდე დახარჯა. ფეისბუქის Ad Library-ის მონაცემების მიხედვით, უწყებამ 5 ივლისს ნაცემი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე დაარეკლამა 2 ვიდეო, მათგან ერთ-ერთი ორჯერ. ვიდეოების სარეკლემო ბიუჯეტი 100-დან 400 დოლარამდე მერყეობდა.
5 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
ლაშქარავას გარდაცვალებიდან მეორე დღეს, შსს-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, მისი გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება. უწყებამ, ასევე, გაავრცელა ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის ვიდეომასალა, სადაც, მათივე განმარტებით, ჩანს როგორ მიდის ის ფონიჭალაში.
გაიგე მეტი:
- "გადადგეს მკვლელი მთავრობა!" — პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს (LIVE)
- ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკვეთრი მესიჯი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან — კელი დეგნანი
- ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს
- მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა ქართული ოცნების ლიდერების მიერ იყო წახალისებული — სენატორი კარდინი
- ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ — აშშ-ის ყოფილი ელჩები
- "ხელისუფლებამ არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობდნენ" — ელჩების წერილი
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები