შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 20 მარტის 12 საათიდან პრაქტიკოსი მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო, რაც 5 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება.

მსურვებელს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებგვერდებზე: naec.gov.ge და online.naec.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2017 წლიდან სიახლეს წარმოადგენს, ის რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ, ხოლო პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

გამოცდების ცენტრის ცნობით, მონაწილეებმა საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიები პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ.

მაგისტრანტობის კანდიდატებს გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეეძლებათ აქ.