კარდანოს ენთუზიასტების საყურადღებოდ: ჩაინიშნეთ თარიღი — 25 სექტემბერი, 13:00-21:30 და დაესწარით კარდანოს 2021 წლის სამიტს, რომელიც თბილისში გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიპტოვალუტა დაინტერესებულ პირებს სოლოლაკში, მაჩაბლის 2-ში უმასპინძლებს, სადაც სტუმრები კარდანოს ფონდის და Scantrust-ის ინოვაციურ პროექტს — ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილ თრექინგის სისტემას გაეცნობიან (Cardano-Scantrust Track & Trace System), კარდანოსა და მის ეკოსისტემაში შემავალი სხვა კომპანიების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ (ქართულ და ინგლისურ ენაზე), ფურშეტს დააგემოვნებენ და სამახსოვრო საჩუქრებს მიღებენ.

შეხვედრაზე დასასწრებად ვიზიტორებმა წინასწარ უნდა შეავსონ უფასო რეგისტრაციის ფორმა, ღონისძიებაზე მისვლისას კი წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში მიღებული პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხი. მათთვის, ვისაც მოცემული დოკუმენტების წარდგენა არ შეუძლიათ, ადგილზე იმუშავებს სამედიცინო ლაბორატორია და მსურველებს სწრაფ ტესტირებას უფასოდ ჩაუტარებს.

კარდანოს სამიტის სპონსორები როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე გლობალური ბაზრის წამყვანი მოთამაშეები არიან კრიპტოვალუტის სფეროდან: Cryptal, Mycoins.ge და Occam.fi. ღონისძიების ინიციატორი საქართველოში კარდანოს ბრენდ-ამბასადორი, ამერიკელი ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერტი ენდრიუ თორნჰილია, პარტნიორი ორგანიზატორი კი — Startup Grind Tbilisi.

ენდრიუ თორნჰილი: "2019 წლიდან კარდანოს ფონდის მრჩეველი ვარ. 2020-ში შემომთავაზეს, საქართველოში მათი ბრენდ-ამბასადორი გავმხდარიყავი და სულ მალე, კარდანოსა და Scantrust-ის ერთობლივი სიახლე, ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი თრექინგის სისტემა Cardano-Scantrust Track & Trace წარვადგინეთ, რომლის საპილოტე პარტნიორად ქართველი ქალების მიერ დაარსებული მეღვინეობა ბაიას ღვინო შეირჩა. ბაიას ღვინის ყოველ ბოთლს Scantrust-ის უნიკალური QR-კოდი მიენიჭა, რაც პროდუქტის ავთენტურობის დაცვის ახალ რეალობას გვთავაზობს. პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა — მოცემული სისტემის გამოყენების სურვილი სხვა კომპანიებმაც გამოთქვეს, როგორც საქართველოში, ასევე — მის ფარგლებს გარეთ. ამის შემდეგ, კარდანომ კიდევ რამდენიმე პროექტზე თანამშრომლობა შემომთავაზა და როდესაც 2021 წლის გლობალური სამიტის ჩატარების დრო მოახლოვდა, მათ უკვე ბევრი რამ აკავშრებდათ საქართველოსთან, ამ შეხვედრის გამართვაც ჩვენს ქვეყანაში გადაწყვიტეს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს, Mycoins.ge-ს, Occam.fi-სა და Cryptal-ს, ასევე კარდანოს ფონდს, რომელმაც გრანტი გამოგვიყო და საშუალება მოგვცა, კარდანოს ეკოსისტემით დაინტერესებული საზოგადოება ღონისძიებაზე უფასოდ მოგვეწვია. მთელი დღის განმავლობაში, ვიზიტორების კითხვებს ვუპასუხებ და საქართველოში კარდანოს სამომავლო ექსკლუზიური პროექტების შესახებ ვისაუბრებ.“

კარდანოს სამიტის მნიშვნელობაზე ღონისძიების სპონსორებმაც ისაუბრეს:

"Cryptal-ი მიესალმება კარდანოს გლობალურ როლს დეცენტრალიზაციისკენ სვლაში და მხარს უჭერს მის მისიას, შექმნას ყველასათვის სამართლიანი, გამჭვირვალე სისტემა. ამიტომაც, ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კარდანოს და მის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებას ნებისმიერი ინიციატივით, განსაკუთრებით კი საქართველოში“, — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ხვიჩა კოპინაძემ.

Cryptal-ი თბილისში დაფუძნებული კავკასიის წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს კრიპტოვალუტის მარტივ, უსაფრთხო გაცვლას სთავაზობს მაღალი ლიკვიდურობის პირობებში, დაბალი საკომისიოებითა და სწრაფი ვერიფიკაციით. ის კომპანია CryptX-ის შვილობილს წარმოადგენს; CryptX-ი, თავის მხრივ, მსოფლიო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და სხვადასხვა სახის კრიპტო და ბლოკჩეინის სერვისებს გვთავაზობს.

საქართველოში პირველი და უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Mycoins.ge 2018 წელს შეიქმნა. ის მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას, გაგზავნასა და მიღებას სთავაზობს და ასევე, საშუალებას აძლევს, მობილური ბალანსი კრიპტო ბალანსის გამოყენებით შეავსონ. ამასთანავე, Mycoins.ge პირველი ბირჟაა საქართველოში, რომელიც კორპორატიულ კლიენტებს კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდს (Crypto Checkout) სთავაზობს. ლუკა ლომსაძე, Mycoins.ge-ს პროექტის მენეჯერი:

"ყოველ ჯერზე, როდესაც Mycoins-ში ახალ ინოვაციურ პროდუქტს ვნერგავთ, ჩვენი გუნდის მიზანია, მომხმარებლებს საუკეთესო კრიპტო გამოცდილება შევთავაზოთ. კარდანოს სამიტი მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს და ვიმედოვნებთ, კარდანოს ეკოსისტემის შთაგონებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და მომსახურებებს დავნერგავთ!"

Occam.fi–ს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ელიოტ ჰილი სამიტის ფარგლებში ახალი ციფრული პროდუქტის — DiVi-ს პრეზენტაციასაც აანონსებს:

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა კარდანოს 2021 წლის ქართულ სამიტზე დასწრება! სამიტის ფარგლებში, ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი, ჩვენს მეგობარ კომპანია Occelerator-თან პარტნიორობით, ახალი პროექტის — DiVi-ს შესახებ ისაუბრებს. ვიმედოვნებთ, ის კარდანოს ეკოსისტემის წარმატებული, გამორჩეული პროექტი გახდება".

Occam.fi კარდანოს ეკოსისტემისთვის შექმნილი პირველი სრულად დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემაა (DeFi). ის გვთავაზობს დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) შესაძლებლობებს სერვის OccamX-ის გამოყენებით, Launchpad-ის გადაწყვეტილებებს OccamRazer-ის ბაზაზე და პროექტის ინკუბაციას Occelerator-ის საშუალებით.

OccamRazer პლატფორმის მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს, ახალი თაობის დეცენტრალიზებული აპლიკაციების შენებაში მიიღონ მონაწილეობა და ეს პროექტები კარდანოს ბაზაზე ჩაუშვან.

Occelerator სხვადასხვა პროექტის გუნდებს ეხმარება, გაზარდონ თავიანთი დეცენტრალიზებული ბირჟა (IDO), OccamX კი ხელს უწყობს, მარტივად მოიძიონ სწრაფი და მნიშვნელოვანი მეორადი ბაზრის ლიკვიდურობა.

OccamRazer პირველი პლატფორმაა, რომელსაც კარდანოს ოფიციალური წევრი კომპანიები IOG (cFund) და EMURGO უჭერენ მხარს და თავის მხრივ, მომხმარებლებს — დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ ინოვაციურ პროექტებს OccamRazer-ის ბაზაზე ჩაუშვებენ, ღრმა გამოცდილებებს უზიარებს.