თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი თვისებაა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. მნიშვნელობა არ აქვს, რა თემაზე საუბრობთ და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად რა არგუმენტები გაქვთ, თუ ხმა გიკანკალებთ და ღელავთ, სავარაუდოდ, ეფექტს ვერ მოახდენთ.

ჩვენი შიშები და ღელვა უმეტესად სიტყვებში ვლინდება. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, როგორ ისაუბროთ უფრო დამაჯერებლად.

1. მოერიდეთ ბუნდოვან სიტყვებს

ფოტო: Giphy

თუ საუბრისას ხშირად ცდილობთ ნათქვამის ტონი შეარბილოთ, ესე იგი, უკან დასახევ გზას იტოვებთ და მოსაუბრის რეაქციის გეშინიათ.

ბუნდოვანი სიტყვებია:

  • შესაძლოა;
  • ალბათ;
  • როგორც ჩანს;

ამ სიტყვების გამოყენებით მსმენელს აგრძნობინებთ, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას გაურბიხართ. მოსაუბრეებს კი არ უყვართ უპასუხისმგებლო ადამიანებთან საუბარი. გამოიყენეთ უფრო ძლიერი ფორმები:

  • უდავოდ;
  • ცხადად / 52ნათლად;
  • გულწრფელად / აშკარად;

2. უარყოფითი ფორმით წინადადების დაწყება ცუდი სვლაა

ფოტო: Giphy

თავის დასაზღვევად ბუნდოვანი სიტყვების გამოყენების უფრო მძიმე ფორმაა უარყოფითი ფრაზებით წინადადების დაწყება. როგორც წესი, ვინც ასე აფიქსირებს პოზიციას, მსმენელის ინტერესს მაშინვე კარგავს.

ასეთი წინადადების ნიმუშებია:

  • დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ...
  • ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ...
  • შესაძლოა ვცდები, მაგრამ...

როცა ასე იწყებთ აზრის გამოთქმას, მსმენელი ფიქრობს, რომ საქმე არამკითხე მოამბესთან აქვს, რომელიც საკითხში კარგად ვერ ერკვევა. კარგი ორატორები ამ ფრაზების ნაცვლად იყენებენ:

  • მიმაჩნია, რომ...
  • მჯერა, რომ...
  • დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ...

3. ნუ ეცდებით მოსაუბრის დათანხმებას დამატებითი კითხვის დასმით

ფოტო: Giph

რა თქმა უნდა, როცა ვკამათობთ, გვინდა, რომ მოსაუბრე ჩვენს პოზიციაზე გადმოვიყვანოთ, მაგრამ კითხვითი ფორმით სხვა ადამიანის დათანხმების მცდელობა იაფფასიანი ხერხია. არასწორ დროს დასმულმა კითხვამ შეიძლება მეორე მხარეს თქვენი საუბრისადმი ინტერესი დააკარგვინოს.

მოსაუბრის დაყოლიების მიზნით წინადადების ბოლოს კითხვითი ფორმის გამოყენების ნიმუშებია:

  • .... ასე არაა?!
  • .... ხომ მეთანხმებით?!
  • .... მართალი არ ვარ?!
  • .... არა?!

საუკეთესო გზა მოსაუბრესთან კონსესუსის მისაღწევად არგუმენტების მოყვანაა და არა ასეთი კითხვების დასმა.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი საუბარი გაცილებით უფრო დამაჯერებელი გახდება.