ევროკავშირის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ამ დროს ადგილზე მელია მივიდა და ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და აგინეს, შემდეგ ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

"შენ გჯერა, რომ მართლა დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?", — ჰკითხა მელიამ კობახიძეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

"როგორც აქედან გაიქეცი, ისე გაიქცევი 2 ოქტომბერს", — მიმართა მელიამ კობახიძეს.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელი და სხვა ელჩები ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.