16 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი პირდაპირი რეგულარული რეისები, ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

ამასთან, საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ეკონომიკის სმინისტროში აცხადებენ, რომ ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.

ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება.