განსაკუთრებული არაფერი არ არის, ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის — წულუკიანი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებში "განსაკუთრებული არაფერი არ არის და ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ამ ბანერში ვერაფერს ვერ ვხედავ საძრახისს [...] მე ვთვლი რომ ამაში [ბანერში] განსაკუთრებული არაფერი არ არის, ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის, მნიშვნელოვანია, რომ ეს აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არ არის ქართული ოცნების გაკეთებული და რომ დავინახე ჩემს რეაქციას მეკითხებით, ჩემი რეაქცია არის ის, რომ ესენი არ უნდა დაგვავიწყდეს", — განაცხადა მან.
წულუკიანს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა პრობლემა, რომ ამ ბანერებს იხილავენ იქ გამოსახული ადამიანების შვილები და არასრულწლოვნები, რაზეც კულტურის მინისტრმა უპასუხა:
"რა არის ამ ბანერზე, უხამსობაა? პორნოგრაფიაა? თუ რა ხდება ამ ბანერზე ამისთანა? ყველას ჰყავს შვილი, ამიტომ ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ, უნდა მოვიქცეთ წესიერად. ეს ადამაინები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან საკუთარ წარსულს. ამიტომ ნუ ვიკეკლუცებთ, გთხოვთ, ეს არის კეკლუცი — "მოგწონს ეს ბანერი?" კეკლუცი კითხვაა, მე არ ვკეკლუცობ, კეკლუცი კითხვაა იმიტომ, რომ ვისაც არ მოსწონს იმას არ მოსწონს [...] მე არ მგონია, არ იწვევს სიძულვილის გაღვივებას, ეს იწვევს იმას, რომ არ დაგავიწყდეთ ის, თუ საიდან მოვდივართ. ქართული ოცნება არ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში ამის ნუ გეშინიათ", — განაცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.
კითხვას, არის თუ არა ხელისუფლება და თავად ქალაქის მერი პასუხისმგებელი ბანერების განთავსებაზე, კახა კალაძე უარყოფითად პასუხობს და მედიას მოუწოდებს, იმ კონკრეტულ ადამიანებს მიმართონ, ვინც ისინი გამოაკრა.
ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
მანამდე, 24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები