ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, თავშესაფარი თანამედროვე სტანდარტებისაა, თუმცა არ მიიღებს კატებს. მხოლოდ ძაღლებს და მსხვილფეხა პირუტყვს.

"კატები რატომ არ იქნებიან მაგ თავშესაფარში, იმიტომ რომ ძაღლთა თავშესაფარია, ძაღლი სადაც იქნება, იქ კატა ვერ იქნება. სპეციალური სადგომები უნდა. ეს არ არის კატებზე გათვლილი, გვაქვს მხოლოდ ძაღლებზე" - უთხრეს ააიპ სპეციალურ სერვისებში On.ge-ს.

თავშესაფარი სულ 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.