ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ, რომ აცრას აზრი არ აქვს, რადგან ვაქცინირებული ადამიანებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით. ვაქცინის შექმნის მომენტიდან ვიცოდით, რომ დაინფიცირების შანსი აცრილებშიც არსებობს, თუმცა რეალური სამყაროს მონაცემები — სტატისტიკა აჩვენებს, რომ აუცრელი ადამიანის დაინფიცირების რისკი 7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულის. ესეც რომ არა, აცრილებში ინფექცია მნიშვნელოვნად მსუბუქად მიმდინარეობს, აუცრელებთან შედარებით. შესაბამისად, აცრა გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიკვდილი.

NEXT.On.ge, UNDP Georgia-სთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და "ფორსეტთან" ერთად ვუერთდებით ვაქცინაციის კამპანიას. ქვემოთ მოცემული ვიზუალიზაციის დახმარებით კი შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორი თანაფარდობაა აცრილ და აუცრელ ინფიცირებულებს შორის.

ფოტო: Forde