ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ
ელექტრონულ პეტიციაზე ხელისმომწერები ითხოვენ, სახელმწიფომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა და რეაბილიტაცია, როგორც ქვეყანაში, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საზღვარგარეთ, სრულად უზრუნველყოს.
რამდენიმე დღის წინ, ელექტრონული პეტიციების ვებსაიტზე manifest.ge-ზე, განცხადება გამოქვეყნდა, რომელზე ხელისმომწერებიც სახელმწიფოსგან ონკოპაციენტი ბავშვების შესაბამისი სერვისებით სრულად უზრუნველყოფას ითხოვენ. აღნიშნული ეხება მკურნალობასა და რეაბილიტაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, როცა ეს უკანასკნელი აუცილებელი ხდება. ასევე საკონტროლო კვლევებს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში.
პეტიციას, რომელიც ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების დამფუძნებელმა, მარიამი მითაიშვილმა შექმნა, ამ დროისათვის 5 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. მის ტექსტში აღნიშნულია ის სირთულეები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები ქვეყანაში მკურნალობისას აწყდებიან. მათ შორისაა აუცილებელი პროცედურების ჩატარების შეუძლებლობა და ხელმიუწვდომლობა სერვისებზე.
"საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები ბავშვებში, მაგალითად როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა და სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. შესაბამისად, ბავშვის გადასარჩენად მშობელს უწევს შვილის საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მიღების მისაღებად, რაც საშუალოდ $150 000 ჯდება. სახელმწიფო, იმ ბავშვს რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება, რაც ნიშნავს იმა, რომ სახელმწიფო არ ეხმარება ბავშვს და ოჯახები მხოლოდ კერძო პირების კეთილი შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილები. ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა სწორედ ფინანსების არქონას. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები წლების განმავლობაში საკონტროლო კვლევებს საჭიროებენ, რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან".
პეტიციის ტექსტში ასევე აღწერილია ზოგადი სურათი, რომელიც ამჟამად არსებობს ქვეყანაში. მის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნე. ონკოპაციენტი ბავშვების რაოდენობამ ბოლო ხუთ წელიწადში 683 შეადგინა, თითოეული მათგანის მკურნალობის დაფინანსება კი სახელმწიფოს მხრიდან 23 ათას ლარს შეადგენს, რაც, ტექსტის მიხედვით, "იმდენად მიზერულია, რომ ხშირად კვების და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა ოჯახებისთვის".
"ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები გავერთიანდით რათა ერთად მოვითხოვოთ ბავშვების სიცოცხლის უფლების დაცვა დღეს", — ვკითხულობთ პეტიციაში.
როგორც დასასრულსაა ნახსენები, პროექტს ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები ახორციელებს, მისი მხარდამჭერები კი USAID და EWMI Access არიან.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
კომენტარები