ქუთაისში ცხოველთა ახალი თავშესაფარი გაიხსნა, რომელიც უპატრონო ძაღლებთან ერთად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც მიიღებს.

"საქონლები რომ ქალაქში დადიან, აიყვანენ, დააპატიმრებენ და საჯარიმოზე გადაიყვანენ" - უთხრეს On.ge-ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

როგორც ააიპ სპეციალურ სერვისებში გვითხრეს, მსხვილფეხა შინაურ ცხოველებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ და მის გაყვანას პატრონი მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ შეძლებს:

"ქუჩაში მოსიარულე მსხვილფეხა პირუტყვის ადმინისტრირებასაც ვახდენთ, გადაგვყავს სპეციალურ სადგომზე, მათთვის მოწყობილ სადგურზე და ჯარიმის გადახდის შემთხვევაში უბრუნდება პატრონს.

ჩვენ სპეციალიზირებული საკვები გვაქვს, რომ მოვიყვანთ, უპატრონოდ არ დავაგდებთ, საკვებს დავუყრით, მოვუვლით და ვეტერინარი მოუვლის. მოვლენ პატრონები, წარმოადგენენ შესაბამისად გადახდის ჩეკს და წაიყვანენ პირუტყვს".

ქუთაისის მერიაში და ააიპ სპეციალური სერვისებში ჯარიმის ოდენობას არ ასახელებენ.