ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის შეფასებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარება მაგალითია, რამდენად დამაზიანებელია საქართველოსთვის მოსმენები.

"ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ. იმის მაგივრად რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში, იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე და ასე შემდეგ, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად თუ რატომ ხდება ასეთი რამ", — განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.

გაიგე მეტი: