დიდუბეში, მატარებლის რელსებზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ამის შესახებ, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის დაუდასტურა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, დიდუბის მონაკვეთზე, სატვირთო მატარებელი დაეჯახა ადამიანს.