ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა, ვინც ამას ხელი შეუწყო ქვეყნის უნებლიე მტერია.

"გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი ან ვარლამი!" — წერს გოცირიძე.

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ENKA Renewables LLC-მა აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ შეწყდეს მშენებლობა-ექსპლუატაციის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილი იყო 2019 წლის 25 აპრილს ნამახვანჰესის კასკადის პროექტის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფლობის შესახებ, კონტრაქტის პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო", — წერია განცხადებაში.