საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-თებერვალში (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 423 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ეს მონაცემი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18 პროცენტით მეტია. სავაჭრო ბრუნვის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი კი - 1 067 მლნ. აშშ დოლარი იყო. ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 712 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტია.

წელს იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი (სავაჭრო ბრუნვის 26%), დსთ-ის ქვეყნებთან კი - 497 მლნ. აშშ დოლარი (სავაჭრო ბრუნვის 35%) იყო.