18-19 სექტემბერს საქართველოში პირველი EPAM Engineering Hackathon: Design your future ჩატარდა, StrategEast, UNDP Georgia Accelerator Lab-თან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი იყო იმ ტექნოლოგიური იდეების განხორციელება, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და განავითარებს IT გარემოს საქართველოში.

კერძო, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით, ჰაკათონის პლატფორმაზე დაარეგისტრირეს 22 იდეა სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მოიცავდა: ნარჩენების შეგროვებას, გზის ჭკვიან ნიშნებს, საგანმანათლებლო პორტალს და ა.შ.

ორი დღის განმავლობაში 5 გუნდი მუშაობდა არჩეულ პროექტებზე და 19 სექტემბერს ჟიურის წარუდგინეს შექმნილი პროტოტიპები.

ჰაკათონს ჰყავს ორი ოფიციალური გამარჯვებული:

  • Grand Winner – გუნდი Naruto EPAM საქართველოდან, რომელიც მუშაობდა უფასო სასწავლო მასალების პლატფორმაზე;
  • EPAM Winner – დიმიტრი კუნეცი (Dzmitryi Kunets), სოლო მონაწილე EPAM ბელარუსიდან, რომელიც მუშაობდა საერთო საკომუნიკაციო პორტალზე საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  • UNDP საქართველომ ასევე აარჩია თავისი ფავორიტი პროექტი და დააჯილდოვა გუნდი Dart Team, რომელმაც იმუშავა ინტერაქტიულ რუკაზე ეტლით მოსარგებლეთათვის.

EPAM-ი გააგრძელებს მუშაობას EPAM Winner ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილესთან, რათა დაასრულოს და სრულყოს დაწყებული პროექტი და უზრუნველყოს მისი დანერგვა საქართველოში.

დაინტერესებულ მხარეებს ასევე შეუძლიათ განაგრძონ ჰაკათონზე შესრულებულ პროექტებზე მუშაობა და EPAM მზად არის დახმარებისთვის ამ პროცესში.

ჰაკათონის შედეგები და კოდები ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ წვდომა მასალებზე, რომლებსაც საზოგადოებისათვის სასარგებლო ნებისმიერი პროექტის შექმნაში გამოიყენებენ. მასალების მისაღებად უნდა უნდა მისწეროთ მეილზე: [email protected]