შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.რ. თბილისში დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).