დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 798 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 16 852, ხოლო PCR-ით — 12 946.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,77%, ბოლო 7 დღის — 6,48%, ხოლო 14 დღის — 6,92%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 8 664, ხოლო გამოჯანმრთელდა 567 797 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა;
  • აჭარა — 130;
  • იმერეთი — 289;
  • ქვემო ქართლი — 145;
  • შიდა ქართლი — 103;
  • გურია — 63;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 188;
  • კახეთი — 301;
  • მცხეთა-მთიანეთი — 37;
  • სამცხე-ჯავახეთი — 29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 925, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 199, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 310 ადამიანი.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 749 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: